გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: დამსაქმებლისგან 3 თვიანი მოწვევის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას

27-07-2020

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი თურქეთის რესპუბლიკაში დასაქმებულიყვნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

,,მოქალაქეები და მათ შორის აჭარის მაცხოვრებლები დამსაქმებლისგან სამთვიანი მოწვევის საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. უკან დაბრუნებისას ჩვენი მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან გაიარონ საკარანტინო რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია ექვემდებარება კონტროლს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მოძრაობა საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და გარემოებების გათვალისწინებით“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031