გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: ბავშვებში კორონავირუსი შეიძლება დიარეით დაიწყოს

27-07-2020

ბავშვებში კორონავირუსი შეიძლება დიარეით დაიწყოს, ამიტომ ყველა შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა ფიქსირდება, აუცილებელია ამბულატორიულ ცენტრებს მიმართოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„მინდა მოსახლოებას კიდევ ერთხელ ვთხოვო, როდესაც ტემპერატურა უფიქსირდებათ აუცილებლად ამბულატორიულ ცენტრებს მიმართონ. ვიცი ბევრი თავს იკავებს და თვითმიმართვით არ მიდის ჩვენს ამბულატორიულ ცენტრებში PCR ტესტზე შემოწმებისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ზაფხულია, შეიძლება გაცივდით, ამ სეზონზე ხშირია ინტოქსიკაციები, მაგრამ ამ ყველაფრის ქვეშ შეიძლება კოვიდინფექცია იმალებოდეს, ბავშვებში ხშირია კორონავირუსის დიარეით დაწყება. ამიტომ ყველა ამ შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა გვაქვს, ბავშვი იქნება თუ მოზრდილი, აუცილებელია ამბულატორიულ ცენტრებს მიმართოთ, სადაც მოხდება ნაცხის აღება და შემდეგ PCR ტესტით გამოკვლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930