გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის "რვაფეხას" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

27-07-2020

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ,,რვაფეხას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდა. კაფე „ფანტაზიას“ („რვაფეხას“) მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდი ,,ქართუს’’ მიერ 2017-2019 წლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან ნაგებობა ძლიერი დაზიანების გამო არ ფუნქციონირებდა.

ნაგებობას შეუნარჩუნდა ძველი იერსახე, მოპირკეთდა მოზაიკით. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა. მოზაიკით მოპირკეთებული ნაგებობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930