27-07-2020
გაერთიანებულ სამეფოში კატას კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს დიდ ბრიტანეთში ცხოველის ინფიცირების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ვარაუდობენ, რომ შინაური ცხოველი პატრონისგან დაინფიცირდა. ოჯახის ყველა წევრი, სადაც კატა ცხოვრობს, კორონავირუსისგან უკვე განიკურნა. ცხოველს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს.