27-07-2020
ჭიათურის რაიონის სოფელ ხალიფაურში ხუთმა ნიღბიანმა პირმა პენსუიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღა. წაღებულია თანხა და ოქრო.
"მე თვითონ ვასწავლე სად მქონდა ფულიც და ოქროც და აიღეს. ერთი დაგვადგა იარაღიანი, დანარჩენებმა შუქები გამორთეს, კარები მიკეტეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენეს", - ამის შესახებ ერთ-ერთმა დაზარალებულმა განაცხადა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის, დაკავებული არავინაა.