გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო ბაჭულაშვილი: არ მითქვამს თამარ ბაჩალიაშვილის მამისთვის, რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა

27-07-2020

"დაბარებული ვიყავი გენერალურ ინსპექციაში ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ვითომ მე მითქვამს რაღაც. მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამე. პლუს კომპიუტერთან არანაირი შეხება არ მქონია, რადგან კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და პირდაპირ წაიღო ექსპერტიზაზე. მე საერთოდ კომპიუტერთან შეხება არ მქონია", - განაცხადა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ ლადო ბაჭულაშვილმა.


მისივე თქმით, მას ბაჩალიაშვილის მამისთვის არ უთქვამს, რომ მისი შვილი შარშია.


"მე სატელეფონო კავშირზე ვიყავი ოჯახთან, რადგან დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლება წასულიყო. ასეთი რამე, კიდევ გეუბნებით, ჩემგან არ თქმულა. არც აქციის მაგვარი, არც რომ თქვენი შვილი შარშია. როგორ ვეტყოდი, როდესაც მე კომპიუტერთან საერთოდ შეხება არ მქონდა. აქციის დღეს მე მაგ კაცთან საერთოდ არ მქონია შეხება. შეიძლება სატელეფონო მქონდა დილას, მაგრამ საღამოს მე არ მქონია", - განაცხადა ბაჭულაშვილმა.


ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ დღეს გამოკითხა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031