27-07-2020
ჩრდილოეთ და ამიერკავკასიის ტერიოტრიაზე ორმხრივი ბატალიონის ტაქტიკური წვრთნები დაიწყო, რომელშიც რუსეთის 5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ფართომასშტაბიანი წვრთნებისთვის მზადება „კავკაზ-2020“-ის ფარგლებში დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთში და ასევე, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ბაზებზე მიმდინარეობს.
„სამხედროები საცდელ დავალებებს პოლიგონზე ცოცხალი სროლით შეასრულებენ. სამხედრო ჯგუფებს საჰაერო სადესანტო მხარდაჭერას საჰაერო ძალების თვითვმფრინავებითა და ვერტმფრენებით გაუწევენ. ბატალიონის ტაქტიკური წვრთნა „კავკაზ-2020“-ის სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლების ფარგლებში მიმდინაეობს“, - აღნიშნა რუსეთის სამხედრო ძალების სამხრეთ ოლქის მეთაურმა ალექსანდრე დვორნიკოვმა და რეგიონულ სამეთაურო ცენტრს ყველა სავარჯიშო ადგილიდან ვიდეომოტინორინგის რეალურ დროში უზრუნველყოფა დაავალა.