28-07-2020
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე „ტვ პირველზე“ დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან „პრაიმტაიმს“ თავად დაუდასტურდა.
დიანა ტრაპაიძემ არხი 15 ივნისს, ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას შემდეგ დატოვა.
მაშინ ჟურნალისტი აცხადებდა, რომ სხვა არხზე გადასვლას არ აპირებდა.
„დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.
განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა.
პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან“, – წერდა დიანა ტრაპაიძე