გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: აშშ-ს სახელმწიფო მდივანს სტრატეგიული პარტნიორობის ძლიერი მხარეებისა და თანამშრომლობის ახალი სფეროების შესახებ ვესაუბრე

28-07-2020

"დღეს ვესაუბრე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძლიერი მხარეებისა და თანამშრომლობის ახალი სფეროების შესახებ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბრისას მაიკ პომპეოს მადლობა გადაუხადა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერისთვის.

„საუბრისას მადლობა გადავუხადე საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერის გამო და ხაზგასმით აღვნიშნე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და წლევანდელ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიმართ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება,- აღნიშნავს გიორგი გახარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930