28-07-2020
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთმა აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფების 38 პოზიციის მისამართით ცეცხლი გახსნა.
ინციდენტი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სომხეთთან სასაზღვრო ხაზი გადის. სომხეთში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლი მათ 17 პოზიციას გაუხსნა.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გუშინ აზაერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე კიდევ ერთი სომეხი სამხედრო დაიღუპა. ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტი 12 ივლისს დაიწყო.