გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღებისა და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

5-04-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება - გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ბრალდებული, ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული, კუსტარულად დამზადებული ფალსიფიცირებული  ალკოჰოლური სასმელის - ვისკი „ჯეკ დენიელსის“ რეალიზაციას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული 87 ბოთლი ვისკი და 93 ერთეული ყალბი აქციზური მარკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის და მე - 200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930