28-07-2020
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ( NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30%-ს სჯერა, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და ის გამიზნულად გავრცელდა. 13%-ის აზრით, კორონავირუსი ბუნებრივად გაჩნდა, 22%-ის აზრით, ლაბორატორიაში შეიქმნა და შემთხვევით გავრცელდა, ხოლო 3% ფიქრობს, რომ ის საერთოდ არ არსებობს.
კვლევის ფარგლებში 1150 ადამიანი 26-30 ივნისს გამოიკითხა. კვლევისთვის ყველა ინტერვიუ ტელეფონით ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის გზით. კვლევა წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ის CRRC-მ ჩაატარა. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.