გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტიქიის შედეგად ონის სოფლებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება - დაზიანების ადგილამდე მისვლა ვერ ხერხდება

29-07-2020

ადიდებულმა მდინარემ ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო. ამის შესახებ ინფორმაციას  "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

"ადიდებული მდინარე გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები.

კომპანიის ტექნიქური ბრიგადები მზადყოფნაში არიან, როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებს", - ნათქვამია ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930