გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

29-07-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელ პირებთან და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართეს.

ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შევიდა.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ხელს შეუწყობს ქართველი და ევროპელი მეწარმეების საქმიან თანამშრომლობას, ასევე გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას და კიდევ უფრო მეტად აამაღლებს გადამხდელების ნდობას საგადასახადო ადმინისტრირების მიმართ.

საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან წითელაშვილი, ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აღნიშნული სახის სამუშაო შეხვედრები, გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად გაიმართება.

ვრცელი ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ, განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4911996?publication=0

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930