გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

29-07-2020

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი რუსთავში დადასტურდა. ინფიცირებული 87 წლის ქალია.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის „ცხელების ცენტრში“ ადასტურებენ.

პაციენტი მომატებული ტემპერატურით სახლიდან „ცხელების ცენტრში“ გადაიყვანეს, სადაც ინფექცია დაუდგინდა.

87 წლის ქალის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

1tv.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031