გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჭავჭავაძის გამზირი სამი ღამით გადაიკეტება

29-07-2020

ჭავჭავაძის გამზირზე დახაზვის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ტრანსპორტის მოძრაობა კი, წინასწარ დაანონსებულ სქემაზე გადაერთვება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მისთვის გამოყოფილ შუა ზოლში იმოძრავებს.

„დახაზვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამისი სამსახურის ჩართულობით, ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის ახალი სქემით მოძრაობა დაიწყება. ადაპტაციის პერიოდში მძღოლებს ყველანაირად დავეხმარებით. ამ პროექტის ფარგლებში, მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს ნუ განვიხილავთ. ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩები ერთიანი სივრცეა. სქემის დამუშავებისას, ყველაფერი წინასწარ გათვლილია, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არ შეიქმნას და ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობას აცნობა, რომ 30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში (00:00-04:00 საათამდე), ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს სატესტო რეჟიმში. აღნიშნულ საათებში, ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზის ხევიდან, გ. წერეთლისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთამდე გადაიკეტება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930