გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

29-07-2020

რუსეთში 29 ივლისის დილის მდგომარეობით კრონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 828 990 შეადგინა. ბოლო 24 საათში კი ახალი 5 475 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ვირუსთან ბრძოლის შტაბი ავრცელებს.

კოვიდინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვში (+671) დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 169 პაციენტი დაიღუპა. სულ ვირუსმა 8 116 ადამიანი იმსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930