30-07-2020
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ერთ-ერთ სტადიონს, რომელიც თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარეობს, გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქმევა – ამის შესახებ ტარიელ ხეჩიკაშვილმა ლაშა დვალიშვილის გადაცემაში განაცხადა.
ხეჩიკაშვილის გადაწყვეტილებით, ასევე, პერმანენტულად გაიმართება გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირიც, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი მიიღებს.
“მისი (გიორგი შაქარაშვილის) მშობლები გაიხარებენ იმით, რომ ამ სტადიონზე მასავით პატარა ანგელოზები დაფრთიანდებიან”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.