30-07-2020
ნაგოია ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება იზეიმა.
ქართველის მოწინააღმდეგე მე-12 მაგაეშირა შოჰოზანი იყო.
აღსანიშნავია, რომ პირველ ბრძოლაში ტოჩინოშინიც და შოჰოზანიც დოჰიოდან გადავარდნენ.
საჭირო გახდა მეორე ბრძოლის დანიშვნა, რომელშიც ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მიითვალა.
ტოჩინოშინი შოჰოზანს უკვე 21-ჯერ შეხვდა და 15 ბრძოლა ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.