გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია: წარმოდგენა არ მაქვს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს თუ არა

30-07-2020

თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიეერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას გიორგი რურუასთვის სასამართლოს მიერ 4-წლიანი სასჯელის მისჯის შესახებ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე, რომელიც ბოლო წლებში აშკარად პროგრესს განიცდის.

„მართლმსაჯულების სისტემამ ადამიანთან დაკავშირებით გამოიტანა განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და დამნაშავეა, პასუხისმგებლობა უნდა მოიხადოს და უნდა იჯდეს, ან გამოვიდეს, ან რაღაც სხვა იურიდიული ფორმები არსებობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვას, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი რურუას, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა.

„წარმოდგენა არ მაქვს პრეზიდენტი მას შეიწყალებს თუ არა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი უნდა იყოს ყველასთვის და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031