30-07-2020
მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი და ლოგიკურია, რომ შეიძლება იყოს სიაში, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: იქნება თუ არა მამუკა ბახტაძე პროპორციულ სიაში?
ჟურნალისტების შეკითხვებს მთავრობის მეთაურმა რაჭაში უპასუხა, სადაც ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღო.