30-07-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ხ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 28 ივლისს, თბილისში, მუხიანში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდა და თანხის შემდგომი გადახდის პირობით, ალკოჰოლური სასმლის მიცემა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ კი ამავე მაღაზიის მეპატრონესა და მის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.