გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა დასრულდა

30-07-2020

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების რიგით 96-ე შეხვედრა დასრულდა, რომელშიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების, ეუთოსა და ვეროკავშირის სადამკვირვებლო მისიებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოამდგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.

„მინდა გაუწყოთ, რომ შეხვედრა პოზიტიურ და კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა სოფელ ჩორჩანსა და წნელისთან არსებული ვითარება და საქართველოს დაკავებული მოქალაქეების საკითხი განიხილეს. მხარეები დიალოგის აღნიშნულ ფორმატში გაგრძელებაზე შეთანხმდენენ“,- აღნიშნა მარეკ შჩიგელმა.

მისი თქმით, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი, რიგით 97-ე შეხვედრა მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, აღნიშნულ ფორმატში მხარეების შეხვედრა 11 თვის შემდეგ, 30 ივლისს პირველად შედგა.

2019 წლის 29 აგვისტოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების რიგით 95-ე შეხვედრა ჩაიშალა. მიზეზი ქართული პოლიციის მიერ სოფელ ჩორჩანასთან ახალი საგუშაგოების მოწყობა გახდა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930