31-07-2020
ვიეტნამში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც BBC წერს, ეს დამანგრეველი დარტყმაა ქვეყნისთვის, რადგან აქამდე ვიეტნამი კოვიდ 19-ით სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებლით ამაყობდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი 70 წლის მამაკაცია, ქალაქ ჰო-იანიდან.
ამასთანავე, დრამატულად შეიცვალა ვითარება ინფიცირების შემთხვევებშიც, რადგან გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ით დასნებოვნების 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ვიეტნამისთვის მაღალი მაჩვენებელია.
ცნობისთვის, კორონავირუსმა, რომელიც პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა, 213 ქვეყანა მოიცვა.
სულ 17,512,358 ადამიანი ინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 10,966,249 და გარდაიცვალა 677,549.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 2020 წლის 11 მარტს კოვიდვირუსი პანდემიად გამოაცხადა.
რაც შეეხება საქართველოს, დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ჯამში კოვიდ 19-ით ინფიცირების 1168 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 940 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 17 გარდაცვლილი.