გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალგაზრდობის სააგენტო ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვია

31-07-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა რეფორმის „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, ბოლნისელ ახალგაზრდებთან და მერთან არსებული ახალგაზრდობის საბჭოს წევრებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და მისი მოადგილეები ბუბა გობეჯიშვილი და ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდნენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სურვილი გამოთქვა სააგენტოს მიერ დაგეგმილ პროექტებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. რეზო ჩარკვიანის განცხადებით, სააგენტო მუნიციპალიტეტს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში საექსპერტო დახმარებას გაუწევს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმები და „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ რეფორმის მიზნები განიხილეს.

მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას გულისხმობს. ამ მიმართულებით წელს საპილოტე პროექტში 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტია ჩართული.

“დღეს, შევხვდით ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს რეზო ჩარკვიანს, რომელმაც ახალგაზრდებს სააგენტოს საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ვფიქრობ, ახალგაზრდული პოლიტიკა ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარების საწინდარია, ამიტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელოს. ჩვენი მუნიციპალიტეტი ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930