1-08-2020
ოპოზიციის წარმომადგენლის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, სპორტსმენები პოლიტიკისგან გამიჯნულები უნდა იყვნენ და პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიონ.
ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გუნაზ სანიკიძე ასევე გამოეხმაურა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას რუსულ კლუბში გადასვლის საკითხს და ეს ნაბიჯი ნეგატიურად შეაფასა.
"ზოგი რუსეთში მიდის კონდოტიერებად, მოღალატეებად და ამბობენ პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვააო. როგორ არის პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვა, სპორტი პოლიტიკის ავანგარდია, იმიტომ, რომ როცა შენზე ძლიერს ვერ ერევი იარაღით, აგერ შეგიძლია სპორტში მოუგო. საქართველოს კაპიტანი კი ადგა და რუსეთში გაიქცა, ორი კაპიკით მეტი რომ იშოვოს. საერთოდ ვინ არის ის შენგელია" - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.