გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს

3-08-2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას: სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქედა, შუახევი, ხულო, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საქართველოს მთავრობის N671 დადგენილებით განსაზღვრულ სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი დედით, მამით, ან უდედმამო (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); სტუდენტები, რომელთა მშობელს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში). დაინტერესებულმა პირებმა განცხადება და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ სამინისტროში 2020 წლის 3 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930