გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის სოფლების ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელი ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა

4-08-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფლების ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 1300 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო.
პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 717 000 ლარი შეადგინა.

ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის დაგება 2019 წელს დაიწყო. მომავალ წელს კი რეაბილიტაციის მე-3, დასკვნითი ეტაპი განხორციელდება, რის შემდეგაც,აღნიშნულ მონაკვეთზე, მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, კომფორტული ბეტონის გზით ისარგებლებს.

“სოფლების ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. მოხარული ვარ, რომ უკვე მოსახლეობას კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის ბეტონის გზაზე გადაადგილება უწევს. ამ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გზის მოწესრიგება კვლავაც აქტიურად გაგრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, წელს ამ მიმართულებით 13 მსხვილი პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 6 448 796 ლარია გამოყოფილი”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930