გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

5-08-2020

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური რესურსითა და შპს ფუდალიანსთან თანამშრომლობით ნატახტარში 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა. კომპანია მრავალი სახეობის პურს აწარმოებს, მათ შორის ბაგეტებს, კრუასანებს და სხვა. პროდუქტი არის თითქმის მზა მდგომარეობაშიდა მხოლოდ ღუმელში გამოცხობას საჭიროებს. შპს ფუდალიანსის პროექტის მთლიანი ღირებულება 10 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 6.7 მლნ ლარს შეადგენს. საწარმოს მშენებლობა 2019 წლის მეორე ნახევარში დაიწყო და ერთ წელიწადში დასრულდა. შპს ფუდალიანსის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტებში (სპარი და კარფური)

კომპანია “ფუდალიანსი” პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად ორი მიმართულებით გეგმავს. ესაა სასტუმროები და საცალო მარკეტები. კომპანია ორიენტირებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები სრულად, უფრო მცირე ზომის სასტუმროები კი 50%-ით აითვისოს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთმა, ადგილობრივმა წარმოების კომპანიამდაიწყო ოპერირება. კომპანია მაღალი ხარისხის პურსა და გაყინულ საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პროდუქტი აბსოლუტურად ჯანსაღია. თანაც მის საბოლოო მომზადებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ჩვენპარტნიორთან ერთად მოუთმენლად ველოდით როდის გამოჩნდებოდა პროდუქცია დახლებზე და ის უკვე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტების ქსელში. დარწმუნებული ვართ კომპანია დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას შეძლებს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930