გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წინანდალმა „ევროპული არდადეგების“ დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა

5-08-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში, რუსთავსა და თბილისში მცხოვრები 17-22 წლამდე დევნილი ახალგაზრდებისთვის წინანდალში „ევროპული არდადეგების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. მომხსენებლებმა ახალგზარდების საქართველოს ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნის დასავლური კურსის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელზე ინფორმირებულობაზე და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ღონისძიებაში ირაკლი ქადაგიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სემინარის ბოლოს დისკუსია გაიმართა, სადაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. „ევროპული არდადეგების“ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

„ევროპული არდადეგების“ ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სემინარების ციკლი ჩატარდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილმა 300-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანია ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა, ასევე საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930