7-08-2020
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს თანაბრად აკისრებს.
"კრიმინალ-ოლიგარქ ივანიშვილის მილიარდებით აღზევებულ ვაიმთავარსარდალ სააკაშვილის ბრძანებით, ცხინვალზე თავდასხმა რუსეთის ჯარების შემოჭრის საბაბი გახდა, რამაც ერთიანი ქართული სახელმწიფო დაშალა" -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა 2012 წლის 7 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ამ კატასტროფაზე სააკაშვილმა პასუხი პოლიტიკურად უნდა აგოს, ხოლო ივანიშვილმა ფინანსურად.
ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ომს ვერ დაიწყებდა, რომ არა ივანიშვილის მილიარდებით გაწვრთნილი სპეცრაზმი და უკრაინაში "დამპალი შეიარაღების შესყიდვა."
ლეიბორისტების ლიდერის განცხადებითვე, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, მისი პარტია უარს იტყვის ნატო-ში შესვლაზე, აღადგენს ურთიერთობას რუსეთთან და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაიბრუნებს.
ნათელაშვილის თმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ის ძალები უჭერენ მხარს, რომლებიც ამერიკული გრანტებით ფინანსდებიან"-აცხადებდა ნათელაშვილი.
წყარო: გაზეთი "ახალი თაობა"
P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით