10-04-2018
ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, ურთიერთგაგება სუფევდეს ჩვენს შორის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სიონის საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა.
"დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ჩვენი მფარველის, ჩვენი პატრონის, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი და მთელი მსოფლიოსი. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, ურთიერთგაგება სუფევდეს ჩვენს შორის. ჩვენთან არს ღმერთი", - ბრძანა უწმინდესმა.
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ივერის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა.