გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გადაავადოს - 30 მილიონზე მეტი შეღავათი 24 000 ავტომფლობელს შეეხება

13-08-2020

უმჯობესი იქნება, რომ ავტომობილების განბაჟება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შესაბამისი დავალება მისცა ფინანსთა სამინისტროს და აღნიშნა, რომ ავტოიმპორტიორების მხრიდან რამდენჯერმე იყო შესაბამისი მომართვა და მთავრობამ აღნიშნული ნაბიჯი ერთხელ უკვე გადადგა.

„კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ გლობალურად, უკვე ფაქტია, იქნება გრძელვადიანი. ჩვენ რამდენჯერმე უკვე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა განბაჟებასთან დაკავშირებით. ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთხელ უკვე გადავავადეთ ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ კიდევ გადავდგათ და გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, აღნიშნული შეღავათი 24 000 ავტომფლობელს შეეხება.

„რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე, საურავების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეეხება დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს და ეს არის დაახლოებით საგადასახადო გადავადების 30 მილიონზე მეტი შეღავათი. ეს აუცილებელია რამეთუ ჩვენს, ჩვენს ავტოინპორტიორებს მივეხმაროთ და ეს ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930