გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი დავით ბაქრაძეს: ტყული და ფარსია, ბატონო დავით, თქვენი ვითომ ურა პატრიოტული რიტორიკა!!!

16-08-2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.

"დავით ბაქრაძე და ნაც სექტის ანასხლეტები სრულიად აბსურდულ და არარელევანტურ განცხადებებს აკეთებენ: რატომ დაუჭირეს თურმე მხარი 2008 წლის კონფლიქტის დასრულებიდან ძალიან მალევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას, რომლის შესაბამისად, ქართული მხარე დადანაშაულებულია ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ჭურვებით დაბომბვაში??!! თურმე იმიტომ იქ, იმ რეზოლუციაში რუსეთს ოკუპანტის სტატუსი მინიჭებია! დავით ბაქრაძის ცინიზმს და უპასუხისმგებლობას დანაშაულემდე ერთი ნაბიჯი აშორებს: დიახ, ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატია საკუთარი ხალხის და ქვეყნის როდესაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაბომბვაში ადანაშაულებ და რატომ?? რუსეთის ოკუპანტეობის დასამტკიცებლად გაეროს უშიშროების საბჭო რამდენჯერ გამოიყენეს ნაცებმა, აბა იკითხეთ?! არც ერთხელ!! ვინ განაცხადა გენერალურ ასამბლეაში 2008 წლის ომისა და კონფლიქტის დაწყება? გგონიათ იმ დროინდელმა ხელისუფალმა სააკაშვილ - ბაქრაძემ? არაა, რუსეთმა!!! ვინ მიყიდა ოკუპანტს ომის დასრულებიდან ძალიან მალევე სტრატეგიული დანიშნულების ენერგო ობიექტები?! მიხეილ სააკაშვილმა, დავით ბაქრაძის და სხვა ნაც კლასტერის ხელდასმითა და ტაშის დაკვრით!!! ამიტომ ტყული და ფარსია, ბატონო დავით, თქვენი ვითომ ურა პატრიოტული რიტორიკა!!! ვეღარ მოატყუებთ თქვენ ქართველ ხალხს ვეღარასდროს!!

2020 წლის 31 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მიიღებს ნაციონალურ კრიმინალური ბანდა და მისი ანასხლეტები ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს!!!!"​-წერს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930