16-08-2020
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან 2008 წლის ომის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე კომენტარი გააკეთა და ყოფილი ხელისუფლების ქმედებები ღალატად შეაფასა.
"2008 წლიდან მოყოლებული ჯერ შიშით და 2012 წლის შემდეგ, სავსებით ხაზგასმით არაერთი ადამიანი, მათ შორის ისინი, რომელთაც ოჯახის წევრები დაეხოცათ, 7 აგვისტომდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსები ამაში არ მონაწილეობდნენ. ჯერ ეს იყო უშველებელი ღალატი და შემდეგ იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და იმის ხელმოწერა, რომ რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ქმედებები ჩაიდინა. ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის.
საქართველოს მხარე არათუ არ პასიურობს, არამედ წლების განმავლობაში ინტენსიურად იცავს ქართულ პოზიციას. ეს პასიურობა არის თემა, რომელიც შემოგდებულია, რისთვის არ ვიცი. როგორ შეიძლება ამ პასიურობით, ერთი შეხედვით შეაფასო და დასკვნა გააკეთო, რომ მოსამართლეები სხედან და იმას ელოდებიან, როდის იქნება ერთი მხარე თუ მეორე მხარე აქტიური. ყველა მტკიცებულება იმის დამადასტურებელი, რომ რუსეთი აგრესორია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, დევს. წლები დასჭირდა იუსტიციის სამინისტროს, რომ იმ პერიოდისთვის გადამალული თუ არარსებული ცნობები და მტკიცებულებები შეეგროვებინა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.