გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჯანელიძე დღეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს წარადგენს

11-04-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს და მათ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით დაგეგმილ ღონისძიებებს გააცნობს.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა, მათი მონაწილეობით ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვა.

100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო ლექციების, ისტორიული ექსპონატების გამოფენებს და ღია კარის დღეების ციკლს მიუძღვნის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას. სამინსიტროს მიზანია საიუბილეო თარიღის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამავე თემაზე სხვადასხვა სახის სამეცნიერო ნაშრომების შექმნას.

სამინისტროს ეგიდით საზეიმო ღონისძიება გაიმართება რაბათის ციხეში, სამცხე-ჯავახეთში.

„საიუბილეო თარიღი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ორმაგი დატვირთვის მატარებელია, რადგან უწყებას თავადაც უსრულდება 100 წელი, ამ თარიღთან დაკავშირებით სამინისტრო საზოგადოებას წარუდგენს დიპლომატიური მუზეუმის ექსპოზიციას“-აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930