გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრეპარატი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის-რით ებრძვიან ფაროსანას ოკუპირებულ გალის რაიონში

11-04-2018

 „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გალში დე-ფაქტო ადმინისტრაციამ ქ. გალში და მიმდებარე სოფლებში დაიწყო საცხოვრებელ სახლებში ფაროსანას შეწამლის აქტიური პროცესი, ე.წ. დეზინსექცია. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გალში დე-ფაქტო ადმინისტრაციამ ქ. გალში და მიმდებარე სოფლებში დაიწყო საცხოვრებელ სახლებში ფაროსანას შეწამლის აქტიური პროცესი, ე.წ. დეზინსექცია. ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლა ადამიანის ჯანმრთელობაზე პრეპარატის ზემოქმედებისა და მავნე ზეგავლენის საკითხი. როგორც ისინი ამტკიცებენ, პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ხასიათდება მაღალი ტოქსიკურობით და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ამასთან საგულისხმოა, რომ არ არსებობს მისი ანტიდოტი"-ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის  შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.


"აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ ჩვენს მოსახლეობას, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და არ დაუშვან საცხოვრებელ ადგილებში მათთვის დარიგებული სადეზინსექციო პრეპარატის გამოყენება. მათი მოხმარება დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცესა და მიტოვებულ შენობა-ნაგებობებში, ხოლო საცხოვრებელ სახლებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მექანიკური სადეზინფექციო საშუალებები-სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები”- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930