გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: NDI-ის ანგარიშში არის პუნქტები, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ეფუძნება

21-08-2020

„ჩვენი პრიორიტეტული მიზანია არჩევნები ჩატარდეს უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ, დემოკრატიის მაღალი ხარისხით და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ NDI-ს რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს რაციონალური პრინციპებიდან და შეიძლება ეყრდნობოდეს ნებისმიერ რეალურ ინფორმაციას“,- ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ანგარიშში არის ისეთი პუნქტები, რომელიც არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული, რაც სავარაუდოდ ქართველი ექსპერტების მიწოდებულია, მისივე თქმით, ხელისუფლება აპირებს გააანალიზოს და გაიზიაროს ყველა ობიექტური ინფორმაცია, რათა ოპოზიციას სპეკულაციებისთვის სივრცე პრაქტიკულად არ დარჩეს.

„ამ რეკომენდაციებში სამწუხაროდ არის ისეთი პუნქტები, რომელიც არის არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული და ამაზე ისევ და ისევ პასუხისგება მოუწევს მათ შორის, NDI-ს წინაშე, რომელიმე ექსპერტს, რომელმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. მაგალითად ამ ანგარიშში ასახულია, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მაგალითად მედიასაშუალებებში დროებითი მმართველის დანიშვნისგან, ეს ძალიან კარგად ვხვდებით საიდან მოდის, როდესაც მათ გაავრცელეს ჭორი, როდესაც შესაბამის კანონპროექტზე იყო საუბარი, იქ არც ერთი სიტყვა მედიასაშუალებებში დროებითი მმართველის დანიშვნაზე არ იყო და ასეთ არასწორ ინფორმაციას ვაწყდებით და ფაქტობრივი უზუსტობებიც არის ამაში სამწუხაროდ, რომელშიც მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ ქართველი ე.წ. ექსპერტების მიწოდებულია და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შესაბამის ანგარიში, რეკომენდაციაში თუ კვლევაში აისახა. ყველა პუნქტის გათვალისწინებას ვაპირეთ რაც იქნება სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით და რაც კი შეიძლება ხარვეზად თეორიულადაც კი იყოს მიჩნეული, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ არჩევნებზე რამე შედეგი და წარმატება კი არ დადონ, არამედ დესტრუქციული დღის წესრიგის გამოყენებით რამენაირად ისაუბრონ, მაგალითად არჩევნების ლეგიტიმაციაზე, ხარვეზებზე, რესურსების არასწორად გამოყენებაზე, მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით მათ შორის რეკომენდაციების სწორად გაანალიზებით და გათვალისწინებითაც, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციების სივრცე პრაქტიკულად არ იყოს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930