11-04-2018
" ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ შეწყდეს ბიუჯეტიდან აზერბაიჯანისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფა და მის ნაცვლად დახმარება გაეზარდოს სომხეთს, მთიან ყარაბაღის სეპარატისტულ რეჟიმს და საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სადაც ნაწილობრივ სომხებიც ცხოვრობენ. ამ განცხადებით გამოვიდა ღია პროსომხური ორიენტაციის მქონე კონგრესმენი ბრედ შერმანიც. რა სურთ ამერიკელ სომხოფილ კანონმდებლებს?"- ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა «Азербайджанские известия»-სთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა ფიკრეტ სადიხოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონგრესმენის განცხადებაში აშკარად შეინიშნება სომხური კვალი.
"ბრედ შერმანი კონგრესში აშშ-ის იმ რეგიონიდანაა არჩეული (კალიფორნია, ლოს-ანჟელესის 30-ე საარჩევნო ოლქი), სადაც ძლიერია არა მარტო სომხური ელექტორატი, არამედ სომხური ფინანსური წრეებიც, რომლებიც მას აფინანსებენ. ჰოდა, ისიც მათ დაკრულზე ცეკვავს"-აცხადებს სადიხოვი.
ფიკრეტ სადიხოვის ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge