გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
მამა ლევან ფირცხალაიშვილი: სააკაშვილი პატრიარქს უნდა უმადლოდეს, რომ ხეზე არ ჩამოკიდეს

22-08-2020

მამა ლევან ფირცხალაიშვილის განცხადებით, რომელიც მან ე.წ. ციხის კადრების შესახებ კომენტირებისას გააკეთა, ეს ყველაფერი პოლიტიკის ჩარჩოებს სცდება და ზნეობისა და ჰუმანიზმის საკაცობრიო ჩარჩოებს არღვევს.


აღნიშნული განცხადება მამა ლევანმა გაზეთ "ასავალ-დასავალის" კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, მაშინ, როცა ქვეყანას ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა.


"ვინც ასეთ ხელისუფლებას მხარს დაუჭერს, ვინც გვერდით დაუდგება, ამ დანაშაულის თანამონაწილე და აქედან გამომდინარე - ეშმაკის მსახური გახდება.
დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანზე, მამაკაცზე ძალადობის მსგავსი სხვა ცოდვა.როგორღაც ეს ცოდვა უნდა ჩამოვირეცხოთ.


სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ პატრიარქს უნდა უთხრან მადლობა, აქამდე ხეზე რომ არ არიან ჩამოკიდებულნი!


დავით აღმაშენებელმა იტვირთა პასუხისმგებლობა და ხეებზე ჩამოკიდა ღვთისა და ერის მოღალატეები. ესენიც მათი მსგავსნი არიან, ოღონდ აღმაშენებლის გადაწყვეტილება განსაკუთრებულია და მისი გამეორება მხოლოდ მის სწორს შეუძლია, როგორიც საქართველოში არ არის.


ლინჩის წესით გასამართლება სხვა, ახალ ცოდვებს ჩაუყრის საფუძველს და ამიტომ არ შეიძლება ამის გაკეთება" - განაცხადა მამა ლევან ფირცხალაიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930