11-04-2018
თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე სატვირთო ავტომობილიდან რამდენიმე ასეული ზეთის ბოთლი გადმოცვივდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც თვითმხილველი, ანი კაციტაძე On.ge-ს უყვება, სატვირთო მანქანა მოსახვევში სწრაფად შევიდა.
"ზეთის ყუთები კარგად არ ჰქონდა დაწყობილი და მოსახვევში 76 000 ბოთლი გადმოგვაყარა თავზე. მანქანა დაგვიზიანდა. დაკაწრულია, დაჭხაპნილია და სახურავზე მიიჭეჭყა ცოტა. ახლა სადაზღვევოს ველოდებით", - უთხრა On.ge-ს ანი კაციტაძემ.
On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ სატვირთოს შეჯახების შესახებ შეტყობინება შესული არ არის. უწყებაში დეტალებს არკვევენ.