გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ღალატს ბოდიში არ შველის; სააკაშვილი არჩევნებზე უმკაცრეს პასუხს მიიღებს

2-09-2020

„მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პარტია ერთნიშნა მაჩვენებლით დაამთავრებს არჩევნებს“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს.

„როდესაც 8 წლის თავზე, არჩევნების წინ გახსენდება შენ უმძიმესი დანაშაულები, რომელიც ჩაიდინე და ამისთვის იხდი ბოდიშს, ამას ვერავის ვერ „აჭმევ“ და საზოგადოება არათუ გაგებით არ მოეკიდება ასეთ რამეს, არამედ სათანადო მკაცრ პასუხს გასცემს ამ ბოდიშსაც, რომელიც „მოიხადა“ მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლის წინაშე.

ბოდიში არ შველის ისეთ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და შემდეგ ევროსაბჭოში რეზოლუციის მხარდაჭერით ოკუპაციის გაფორმება. მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პარტია ერთნიშნა მაჩვენებლით დაამთავრებს არჩევნებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031