8-09-2020
„ყველა არჩევნების წინ და ცოტა, თან ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის წინ, მიხეილ სააკაშვილი, მის ამომრჩეველს ჩამოსვლას ჰპირდება და ყოველ ჯერზე ატყუებს. ასეა მორიგ ჯერზეც. ბოლო დროს ახალი მიდგომა მივიღეთ - მისმა მხარდამჭერებმა შეუკვეთეს სააკაშვილი და ჩამოვიდა ვარშალომიძე. ამ თემაზე არ შეიძლება სერიოზულად საუბარი. არც მის პრემიერობაზე, არც მის კანდიდატობაზე. ეს ადამიანი ელემენტარულად, არ არის საქართველოს მოქალაქე, ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე, მხოლოდ ბრალდებული კი არა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, იგი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელსაც ძალიან მძიმე დანაშაულში ედება ბრალი, რასაც ასევე, ადასტურებს არა მხოლოდ ქართული არამედ, სტრასბურგის სასამართლო. სტრასბურგის სასამართლოს ასე ვთქვათ „კონტროლი“, გავლილი აქვს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მათ შორის მასთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ კაცზე და მისი პერსონის პოლიტიკაში მონაწილეობაზე, სერიოზულად ლაპარაკი არ შეგვიძლია. ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული და მის უკვე ძალიან შემცირებულ პარტიულ აქტივს რაღა უნდა ვეღარ ვხვდებით. ელემენტარულად, ის მაინც მოსთხოვონ რომ მის მიერ დაკვეთილი და ჩატარებული კვლევები მაინც მიაწოდოს, რომ იმ ხალხმა მაინც იცოდეს სიმართლე. სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა, თუ მე მათი აქტივისტების ინტერესებს დავიცავ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
მისი თქმით, . „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს უფლება აქვთ, რომ იცოდნენ კვლევები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით, კონკრეტულმა ორგანიზაციამ ჩაატარა, რომლის მიხედვით, ყველა ოპოზიციურ ძალას ერთად, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 40%-ის ფარგლებში რეიტინგი.
„მათ აქტივისტებს ხომ აქვთ უფლება ეს მონაცემები იცოდნენ?! ამასაც კი უმალავენ. ატყუებენ ქართულ საზოგადოებას. ზოგჯერ წამოსცდებათ ხოლმე აღიარებები. ასე იყო ბოლო დღეების განმავლობაშიც, მიხეილ სააკაშვილის აღიარება, თამარ ჩერგოლეიშვილის აღიარება კვლევების თაობაზე. ჩვენ, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით, ფარდა აეხადა უშუალო მონაწილის მიერ, რომელიც მათ პარტიაში იყო და იქ მოქმედებდა მათთან ერთად, თავად ჩერგოლეიშვილმა აღიარა, რომ ისინი მალავდნენ კონკრეტულ მონაცემებს, ანუ აყალბებდნენ კვლევებს, რომელიც საზოგადოებას მიეწოდებოდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.