გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
გუბაზ სანიკიძე: სინდისი მაწუხებს!

10-09-2020

"ეროვნული ფორუმის" ყოფილი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მას პოლიტიკაში ყოფნის დროს ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული.
ამ თემაზე სანიკიძემ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან, გადაცემაში - "რეაქცია" ისაუბრა.


გთავაზობთ ჟურნალისტისა და რესპონდენტის საუბრის ფრაგმენტს:


ინგა გრიგოლია: კაცს (მიხეილ სააკაშვილი რედ.) რომ ჯალალ ედ დინს ეძახი და შემდეგ მის გვერდით გხედავენ და მის პრემიერობას უჭერ მხარს, თქვენთან ლოგიკა სად არის?


გუბაზ სანიკიძე: ინგა, შენ გაქვს უნიკალური ფუნქცია, შენ ხარ ჩვენი სინდისი, არ გვასვენებ და ეს კარგია, როცა სინდისი არ გასვენებს...


- გაწუხებთ სინდისი?


- რა თქმა უნდა, აბა რა...


- რატომ?


- მაწუხებს იმიტომ, რომ ესე იგი მაქვს და ეს კარგია... როცა არ გაწუხებს, ესე იგი სინდისი არა გაქვს...


- და რა მომენტში გაწუხებთ ხოლმე სინდისი?


- ძალიან ხშირად... შეცდომები როგორ არ დამიშვია...


- მითხარით, აღიარების საღამო გავაკეთოთ...


- არა, არა არა! სინდისთან გასაუბრება ეს ინდივიდუალური საკითხია ინგა...


- პოლიტიკურ შეცდომაზე გეკითხებით...


- პოლიტიკური შეცდომები რამდენიც გინდა...

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930