11-09-2020
პოლიტიკოსსა და პუბლიცისტს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდგინდა.
ის ამჟამად მკურნალობის კურსს გადის.
თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ მას კორონავირუსი ერთ-ერთ ტელეკომპანიაში დასამაგრებელი მიკროფონით ე.წ. პეტლიჩკით გადაედო, რომელიც მისივე თქმით, მანამ ასევე კორონავირუსით დაავადებულ ერთ-ერთ დეპუტატს ეკეთა.
თაკო ჩარკვიანის განცხადებითვე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესდება, თუმცა სისუსტე აქვს.