13-04-2018
დიღომში მაღალსართულიანი კორპუსის ნოლ სართულზე მდებარე ფეხსაცმლის შესაკეთებელ ჯიხური დაიწვა. ჯიხურიდან გამოსული კვამლი მთლიან კორპუსში გავრცელდა, რამაც ადგილობრივების პანიკა გამოიწვია.
ერთ-ერთ მცხოვრებს მცირე ინტოქსიკაცია აღენიშნება, რომელსაც დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს.
ჯიხურის მეპატრონის თქმით, ოთახი დაკეტილი იყო და როდესაც კარი გააღო, ცეცხლი უკვე მთლიან ოთახს ეკიდა.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ხანძარი ზედა სართულიდან ჩამოვარდნილმა ნამწვმა გააჩინა.
ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.