გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 525 ცალი პოლიეთილენის პარკი მოიხმარება

13-04-2018

ამჟამად საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 525 ცალი პოლიეთილენის პარკი მოიხმარება, მმაშინ როცა 2018 წლისთვის ევროკავშირში პოლიეთილენის პარკების გამოყენება ერთ სულ მოსახლეზე 90 ცალს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო 2025 წლისათვის 40 ცალს. ინფორმაციას Allnews.ge ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ალვერდ ჩანქსელიანმა განაცხადა, რომ კანონპროექტი, რომელიც დაბალი ფრაქციის პოლიეთილენის პარკების გამოყენებისა და რეალიზაციის აკრძალვას ეხება, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. ამჟამად კანონპროექტში გარკვეული საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს.

მისი თქმით, საქართველოში პოლიეთილენის მოხმარება ევროპის ქვეყნებს მკვეთრად აღემატება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, დანიასა და ფინეთში წელიწადში ერთი მოქალაქის მიერ მხოლოდ 4 ცალი პოლიეთილენის პარკი მოიხმარება, ირლანდიაში კი წლის განმავლობაში 14 ცალი.

"იტალიაც უპირატესობას ბიოდეგრადირებად პარკებს ანიჭებს და ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ არაბიოდეგრადირებადი პარკები ბიოდეგრადირებადიც ჩავანაცვლოთ. პლასტიკის პარკების მავნეობა დადასტურებულია საერთაშორისო კვლევებით. ეს მასალები ასეული წლების განმავლობაში არ იშლება გარემოში, დიდი ხნის განმავლობაში რჩება ნიადაგში, თავისთავად ცხადია, ის მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც გარემოზე თუნდაც დაბინძურების თვალსაზრისით, ასევე უფრო დანაგვიანების თვალსაზრისით. პლასტიკის პარკები ძალიან დიდი რაოდენობით ხვდება ბუნებაში, ოკეანეში პლასტიკის მასალისგან კუნძულებია წარმოქმნილი. ყველაზე დიდი საფრთხე ექმნება ცხოველთა, სამყაროს არის სხვადასხვა მონაცემი, რომ წლის განმავლობაში ასეულობით მილიონი ცხოველი იღუპება, რადგანაც ისინი იკვებებიან პლასტიკის პარკებით," - აღნიშნა ალვერდ ჩანქსელიანმა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930