17-09-2020
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი, ეროვნული მასშტაბის კვლევა აჩვენებს მოქალაქეების კმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით, ამავე დროს წარმოაჩენს მოქალაქეთა დიდ შეშფოთებას პანდემიის ეკონომიკურ გავლენასთან დაკავშირებით.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ, 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის შემდეგ, მოქალაქეების განწყობები მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისა და ეკონომიკური საკითხების შესახებ არ შეცვლილა. საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის მზაობა, მონაწილეობა მიიღოს ოქტომბრის არჩევნებში ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები უბიძგებს, დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი“ - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 82% კმაყოფილია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მთავრობის მოქმედებებით (მათ შორის 37% „ძალიან კმაყოფილი“ და 45% „მეტნაკლებად“ კმაყოფილი). 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ეს მონაცემი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მოქალაქეთა 79% კმაყოფილი იყო მთავრობის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიით (მათ შორის 41% „ძალიან კმაყოფილი“, ხოლო 28% „მეტნაკლებად“ კმაყოფილი). კითხვაზე, თუ რა არის მთავრობის უმთავრესი მიღწევა, რესპონდენტების დიდი ნაწილი (22%) სწორედ კორონავირუსთან ბრძოლას ასახელებს. იმავე კითხვაზე, გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ მთავრობის მეორე მიღწევა ჯანდაცვის რეფორმაა. რაც შეეხება ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, კვლევამ კვლავ აჩვენა, რომ უმუშევრობა სოფლად თუ ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. გამოკითხულთა 25%-მა პროცენტმა სწორედ უმუშევრობა დაასახელა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემად.
რესპონდენტების 31%-მა განაცხადა, რომ უმუშევრობა მათი ოჯახისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიის დროს, გამოკითხულთა 64%-მა უპასუხა, რომ სიტუაცია გაუარესდა (მათ შორის 25% თვლის რომ „ძალიან გაუარესდა“, ხოლო 39% მიიჩნევს, რომ „მეტნაკლებად გაუარესდა“). საქართველო ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. კვლევის თანხმად, მოქალაქეთა 90% არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს (მათ The International Republican Institute Suite 700 1225 Eye St., NW Washington, D.C. 20005 (202) 408-9450 (202) 408-9462 FAX www.iri.org შორის 74 „დიდი ალბათობით“ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 16% „მეტნაკლებად“ დარწმუნებულია რომ წავა არჩევნებზე).
მეთოდოლოგია
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 - 21 აგვისტოს პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.