6-10-2020
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ცენტრალური პარკის მოსაწყობად ქალაქ თბილისს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გადაეცა.
„ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებით ქალაქი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ქალაქისთვის პროექტის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე მისი მასშტაბიც მეტყველებს 27 ჰა ტერიტორიაზე 200 მილიონამდე ლარის ღირებულების ცენტრალური პარკი იქმნება. მაშინ როდესაც კარგად გვახსოვს წარსულში როგორ აბეტონებდნენ ჩვენი დედაქალაქის პატარა ნაწილსაც კი და როგორ გვართმევდნენ ამით სუფთა ჰაერის უფლებას. ალბათ ახლაც აღმოჩნდებიან ადამიანები ვინც ამ მნიშვნელოვან ფაქტს არაფრად ჩათვლიან , ეს ის ადამიანები არიან აპოკალიფს რომ წინასწარმეტყველებენ და მის მოლოდინში ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მოვლენები ყურადღების მიღმა რჩებათ.
მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის კონტრიბუცია ქვეყნის განვითარებაში კვლავაც უანგარო და მასშტაბურია“-განაცხადა წილოსანმა.