6-10-2020
ქვეყნის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„კოვიდინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია: აჭარაში - 348 ახალი შემთხვევაა, თბილისში - 99, იმერეთში - 59 , სამეგრელო -ზემო სვანეთში - 19, მცხეთა - მთიანეთში -10, რაჭა - ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1, გურიში - 3, კახეთში - 3, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში - 1, სამცხე ჯავახეთში -1“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე განცხადებით, გარდაცლილი 4 ადამიანიდან 3 აჭარის რეგიონის მაცხოვრებელია.
„გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან, 3 აჭარაშია. მათ შორის, ერთი 68 წლის მამაკაცი იყო, რომელიც კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი შევიდა, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. მეორე პაციენტი 64 წლის ქალბატონი იყო, მძიმე თანმხლები დაავადებებით, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ჭარბი წონა. მესამე კი 84 წლის მამაკაცი ოყო. ჯერჯერობით, მეოთხე გარდაცლილის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ“, -აღნიშნა მარინა ენდელაძემ.